LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაივანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა

78

ტაივანის ქალაქ ჰუალიანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 2 ადამიანი, 150 კი დაკარგულად ითვლება.

მუშაობა გრძელდება დანგრეული შენობების ნანგრევებიდან მოქალაქეების ამოსაყვანად.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,5 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც 4,5 მაგნიტუდის განმეორებითი მიწისძვრა მოჰყვა.

მედიის ინფორმაციით,  დანგრეულია სახლები, დაზიანებულია ხიდები, გზის საფარი, ტროტუარებზე ღრმა ნაპრალები გაჩნდა.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში რამდენიმე ასეული სამხედრო ჰყავს ჩართული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები