LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Take That-ის 30 წლის იუბილეზე ჯგუფს რობი უილიამსი უერთდება

205

ბრიტანული ბოიბენდის Take That 30 წლის იუბილე განსაკუთრებული იქნება. ცნობილი ხდება, რომ „იქს ფაქტორის“ შოუზე 90-იანი წლების პოპულარული ბოიბენდი კვლავ ერთად შეიკრიბება. შოუს ფინალზე კოლექტივი რობი უილიამსთან ერთად პოპულარულ ჰიტს შეასრულებს და ეს იქნება პირველი შემთხვევა 2010 წლის შემდეგ, როდესაც ბიჭებს კვლავ ერთად ვიხილავთ. ინფორმაცია გამოცემა The Sun ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გარი ბარლოუ, მარკ ოუენი და ჰოვარდ დონალდი 30 წლის იუბილეზე ახალ მუსიკალურ ტურნეს იწყებენ, თუმცა რობი უილიამსი და ჯეისონ ორენჯის გარეშე. ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში Take That-ის რამდენიმე ახალი სიმღერაც გამოვა, რომელიც ჯგუფის ახალ ალბომში შევა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები