თაკო გაჩეჩილაძე და ბორისლავ მილანოვი შვილს ელოდებიან

867

ცნობილმა ქართველმა მომღერალმა და მსახიობმა – თაკო გაჩეჩილაძემ, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებას თავისი რჩეული გააცნო, რომელიც ბულგარელი მუსიკალური პროდიუსერი და ბრენდის Symphonics-ის დამფუძნებელი – ბორისლავ მილანოვია. წყვილი სექტემბერში დაინიშა, ჯვრისწერა კი რამდენიმე დღის წინ შედგა, მნიშვნელოვანი დღე თაკომ და ბორისლავმა ოჯახისა და ახლო მეგობრების წრეში აღნიშნეს.

-2017 წელს „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობდი, როცა საერთაშორისო ჟიურის წევრთა შორის  ბორისლავიც გახლდათ,  როგორ დაიწყო  თქვენი ურთეირთობა?

-ჩვენ ერთმანეთი ევროვიზიის ტურნეში გავიცანით, რომელიც ისრაელში დაიწყო. ჩვენ ვმეგობრობდით, ის ძალიან საყვარელი, მორიდებული და დადებითი იყო, არ მიკვირს რომ იქ ყველას უყვარდა, თუმცა მე იმ პერიოდში საქმეზე ვიყავი გადართული და არავინ მაინტერესებდა. დროთა განმავლობაში, ის აგრძელებდა ჩემთან კონტაქტს სოციალური ქსელების მეშვეობით და  ევროვიზიის შემდეგ თანამშრომლობაც შემომთავაზა. მითხრა რომ ჩემთვის რამდენიმე სიმღერა ჰქონდა და უნდოდა ისინი სწორედ მე მემღერა, რაზეც რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიხარულით დავთანხმდი. პროექტის შემდეგ, ჩვენ გავაგრძელეთ ერთობლივი მუშაობა და დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანია.

(ვრცლად წაიკითხეთ)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები