LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო გაჩეჩილაძე კრიტიკოსებს მიმართავს – „ეს, უბრალოდ, შეუგნებლობაა…“

91

ყველაზე მასშტაბური ევროპული მუსიკალური კონკურსის დაწყებამდე სულ ერთი დღე რჩება. მონაწილეებმა უკვე გაიარეს წითელ ხალიჩაზე. ხვალ„ ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალური ტურია. ქართველი შემსრულებელი 9 მაისს მეორე ნომრად წარდგება მრავალმილიონიანი მაყურებლის წინაშე სიმღერით „Keep The Faith“ (შეინარჩუნე რწმენა), რომლის ტექსტიც თავად შექმნა, მელოდია კი ანრი ჯოხაძეს ეკუთვნის.

თაკო საკუთარ გუნდთან ერთად 1-ელი მაისიდან უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრა, სადაც მოსამზადებელი პერიოდი გაატარა, გაიარა რამდენიმე რეპეტიცია და მზადაა სცენაზე გამოსასვლელად ლაშა ჯოხაძის მიერ შექმნილ წითელ და ეფექტურ კაბაში…

როგორც ჩანს, დიდი სასცენო გამოცდილების მიუხედავად, მომღერალი მაინც ნერვიულობს და აქვეყნებს სტატუსს, სადაც კრიტიკოსებს მიმართავს, მცირე ხნით პაუზა აიღონ…

თამარა გაჩეჩილაძე აღნიშნავს:

„მოკლედ მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! ყველას უდიდეს მადლობას გეუბნებით ამხელა სიყვარულისა და სითბოსთვის!!!!! მიყვარხართ და ყველანაირად ვცდილობ, მაქსიმალურად გასახელოთ!!! მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინო! მე ვარ ჩათვალეთ „ოლიმპიადაზე“ და ისეთი სტრესია და ისეთ რეჟიმში ვარ, თქვენ ვერც ერთი წამითაც ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ მე საქმეს ბოლომდე მივიყვან! თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ყოველი თქვენგანისგან, მხვდება ისეთი საშინელი კომენტარები, რომლებსაც ძალაუნებურად ვკითხულობ…. მთელი ევროპა და უკრაინა გიჟდება ჩვენზე, ისე გვაქებენ და ქართველისგან – „ფუ რას ჰგავს“, ან „რას მღერის“, ან „რა საშინელი სიმღერაა“, ან „რა აცვია“ უბრალოდ უხერხულია და ძალიან მტკივნეული წასაკითხია!

ეს, უბრალოდ, შეუგნებლობაა და პრინციპში მესმის, და ვერც გაგამტყუნებთ, რადგან არ იცით, აქ რა ხდება და რამხელა სტრესია და ამ დროს პირიქით მხარდაჭერის მეტი არაფერი მჭირდება, ამიტომ ვაუქმებ Facebook-ს, სანამ მორჩება „ევროვიზია“! ასე ჯობია ნამდვილად! მიყვარხართ!!! დროებით!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები