LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო გაჩეჩილაძის ვიდეოს ერთ დღეში 40 000-მდე ნახვა დაუგროვდა – როგორ აფასებენ მის კლიპს

83

გუშინ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ „ევროვიზიისთვის“ შექმნილ სიმღერაზე „Keep The Faith“ გადაღებული კლიპის პრემიერა გაიმართა და მალევე ის „იუთუბზე“, კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა. თაკო გაჩეჩილაძის შესრულებას უამრავი კომენტარით ეხმაურებიან და ქებას არ იშურებენ, კომენტარები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ეკუთვნით. ზოგიერთი კრიტიკულადაც არის განწყობილი. ვნახოთ კომენტარები.

„ძალიან დაუფასებელი მომღერალია. მართლაც შესანიშნავია“

„ჩემი გამარჯვებული! 12 ქულა საბერძნეთიდან“

“12 ქულა შვედეთიდან“

„ღმერთო ჩემო! ეს არის უმაღლესი კლასი. ბრავო, მიყვარხარ, თამარა! საუკეთესო სურვილებით და 12 ქულით დიდი ბრიტანეთიდან. ის წლევანდელი წლის დედოფალია!..“

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი ნომერი ექნება, რადგან თამარას ვოკალი უბრალოდ, არარეალურად მაგარია. ვეჭვობ, რომ მან წელს მოიგოს, მაგრამ ჩემს ხმას ერთმნიშვნელოვნად მას მივცემ“.

„ფინალშია აუცილებლად!.. მოკითხვა სომხეთიდან“

„გამარჯვებული! 12 ქულა უკრაინიდან“

„ბრწყინვალეა, მოკითხვა ავსტრალიიდან. ამ დრომდე ჩემი ფავორიტი სიმღერაა…“

„საქართველო ყოველთვის რისკებს წევს „ევროვიზიაზე“. მიხარია, რომ საქართველოსნაირი ქვეყანა მონაწილეობს ამ კონკურსზე“

„კარგი სიმღერაა, მაგრამ სადაც იტალიაა, იქ ეს სიმღერა ვერ მოიგებს“
„რაც უნდა ქნან, მაინც მოსაწყენი სიმღერაა“

„ასეთი სიმღერები 90-იანი წლებში იყო პოპულარული. ახლა ისინი ნაჩუქარიც არავის სჭირდება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები