LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ნაცვლიშვილმა Ralph & Russo-ს ჩვენებაზე გაიბრწყინა

58

თაკო ნაცვლიშვილი პარიზში, Ralph & Russo-ს ჩვენებაზე წარსდგა. ბრიტანულმა მოდის სახლმა ტრადიციული ესთეტიკით შექმნილი სამოსი წარმოადგინა. როგორც კრიტიკოსები აფასებენ, Ralph & Russo პრინცთან ქორწილისთვის განკუთვნილ კაბებს ქმნის. გამონაკლისი არც პარიზის ჩვენება გამხდარა და პოდიუმზე ნამდვილი ზღაპარი გაცოცხლდა. რაც შეეხება თაკოს, ოტ კუტიურის მოდის კვირეულზე ის პირველად 2015 წელს გამოვიდა და შემდეგ 3 სეზონი აღარ გამოჩენილა.

შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში მოდელი ნიუ-იორკში გადავიდა და „ანგელოზთა რიგებში“ მოხვედრას ცდილობდა, თუმცა როგორც ჩანს მან მაღალ მოდაში დაბრუნება გადაწყვიტა. Ralph & Russo-ს ულამაზესი და ძალიან ელეგანტური კაბა კი ნამდვილად ღირსეული დასაწყისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები