LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტალაკ: მორჩა კაცების „გულაობა“

138

ინდოეთის სასამართლომ მუსლიმებს „მომენტალური გაყრის“ უფლება გაუუქმა. ისლამის მიმდევარი მამაკაცები, რომლებიც ინდოეთში ცხოვრობენ, უახლოესი 6 თვის განმავლობაში მეუღლეებთან მარტივად დაშორებას ვეღარ შეძლებენ. აქამდე კი მამაკაცები ოქროს წესით სარგებლობდნენ, მათ შეეძლოთ ოჯახური კავშირი ერთი წერილით გაეწყვიტათ. ისინი მეუღლეს დაუტოვებდნენ შეტყობინებას, რომელზეც მხოლოდ ერთი სიტყვა – „ტალაკ“ ეწერა, რაც მამაკაცს თავისუფალ პიროვნებად აქცევდა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ქაღალდის ნაგლეჯს მართლც კანონიერი ძალა ქონდა. ბუნებრივია, ამ წესს ბევრი ქალბატონი აპროტესტებდა და სასამართლოში უამრავი საჩივარიც შევიდა. სწორედ ამიტომ, ინდოეთმა ამ საკითხს გადახედა და მამაკაცებს „მომენტალური გაყრა“ ნახევარი წლით აუკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები