LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტალინში “თბილისობა 2015”-ს ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო

40

ტალინში ,,თბილისობა 2015” გაიმართა. დღესასწაულში მონაწილეობა საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ და ორივე ქვეყნის მთავრობის წევრებმა მიიღეს. ფოტოგამოფენა და ქართული კულტურის ნიმუშები ტალინის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო გამოფენილი. ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. საქართველო-ესტონეთის მეგობრობის სადღეგრძელო ქართული და ესტონური ღვინით შეისვა.

,,ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად იმ ისტორიული მეგობრობის აღნიშვნა, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და ესტონეთს. საქართველო ყოველთვის თვლიდა და თვლის ესტონეთს თავის ერთ-ერთ ყველაზე სანდო მეგობრად, ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი გეოგრაფიული დისტანციაა, მაგრამ ჩვენ გვაკავშირებს საერთო წარსული, საერთო ღირებულებები და საერთო მისწრაფებები,”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ ტაავი რიივასმა საქართველოსა და ესტონეთის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები