LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩუგოშვილი – მმართველი გუნდი პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს მხარდაჭერას გამოუცხადებს

57

პრეზიდენტობის კანდიდატების საჯარო პოზიციონირება ჩვენს მიერ მხარდაჭერის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ჟურნალისტების მიმართ გაკეთებული რეპლიკის კომენტირებისას განუცხადა.
ამასთან, როგორც ჩუგოშვილმა ამ კონტექსტში განმარტა, იმის მიუხედავად, რომ “ქართული ოცნება“ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს, მმართველი პარტიის მიერ არჩევნებისათვის იგნორირების გაკეთება სწორი არ იქნება, პარტია საპრეზიდენტო არჩევნებს მთლიანად ვერ გამოეთიშება, გვერდზე ვერ დადგება და პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს მხარდაჭერას გამოუცხადებს.

“სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან შეფასებების გაკეთება სწორი იმ შემთხევვაში იქნება, თუ მას როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს მხარს დავუჭერთ. წინასწარ ყველა მისი განცხადების კომენტირება ცოტა არასწორია. ნამდვილად ვერ გავიზიარებ მის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას. პირიქით, ვადასტურებ ჩემს პატივისცემას მედიის მიმართ. ჩვენ მის განცხადებებას იმ შემთხვევაში უნდა გამოვეხმაუროთ, თუ ის დასახელებული იქნება ჩვენს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად. ჩვენ ჯერ ასეთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ, – ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს. ჟურნალისტები სალომე ზურაბიშვილისგან დაინტერესდნენ, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში შესვლასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილის გაღიზიანება და მედიის წარმომადგენლებისადმი აღნიშნული მიმართვა სწორედ ამ შეკითხვას მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები