LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩუგოშვილის თქმით, კონსტიტუციურ პროექტზე პრეზინდენტის შენიშვნები გაზიარებული არ იქნება

55

პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის, განცხადებით, კონსტიტუციურ პროექტზე პრეზინდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები გაზიარებული არ იქნება.

ჩუგოშვილის თქმით, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ეს კონსტიტიცია ლოგიკური დასასრულია საქართველოს ევოლუციის საპარლამენტო რესპუბლიკის გზაზე.

 „ჩვენს წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი ჰქონდათ და მსჯელობა გაიმართა იმაზე, რომ მოტივირებულ შენიშვნებში საუბარი ორ საკითხზე ყოფილიყო. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ორი საკითხისთვის სხვა პრინციპული საკითხებიც დაემატებინა, რაც ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება მივიღეთ. მოტივირებული შენიშვნები გაზიარებული არ იქნება. პრეზიდენტმა ამ ცვლილების  დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას ხელი არ შეუწყო, შესაბამისად, ინიცირების ახალ პროცესს დავიწყებთ. ამ კონსტიტუციით ის ხდება, რაც არცერთმა ხელისუფლებამ არ გააკეთა – 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, ხოლო გარდამავალ პერიოდში პოლიტიკურ  მოცემულობას ვცვლით,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები