LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟვანია “ქართული ოცნების” მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად მოქმედი იმამის წარდგენაში პრობლემას ვერ ხედავს

96

ცესკოს თავჯდომარე, თამარ ჟვანია, ხულოში “ქართული ოცნების” მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად მოქმედი იმამის წარდგენაში პრობლემას ვერ ხედავს.

ამის შესახებ თამარ ჟვანიამ “ფორტუნას” კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, მიუხედავად მისი რელიგიური მრწამსისა, აქვს უფლება, ჰქონდეს პასიური საარჩევნო უფლება. ამიტომ რამე განსაკუთრებული კომენტარი ვერ მექნება,” – განაცხადა ჟვანიამ.

კითხვაზე, ეს ხომ არ ირღვევა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს, ჟვანია პასუხობს, რომ “ეს არანაირად არ უკავშირდება საარჩევნო კანონდებლობას და ადამიანების საარჩევნო უფლებას”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები