LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი ახალგაზრდა და „ბებრუხანა“ პოლიტიკოსებზე…

71

ოპერის მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეტნებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამოკიდებულება აქვს ახალგაზრდა პოლიტიკოსების მიმართ. მისი მოსაზრებით, ხალხს მაინც გამოცდილი „ბებრუხანებისკენ“ გაურბის თვალი.

„წამდაუწუმ მესმის პოლიტიკური ჩინოვნიკების წარდგენის კლიშე: „გაიცანით, ახალგაზრდა, ენერგიული“, „წარმოგიდგენთ ახალგაზრდა, ენერგიულ“, „თქვენ წინაშეა ახალგაზრდა, ენერგიული“.

რა ვქნა… ახალგაზრდა ენერგიულები ფიტნესკლუბებში მომწონს მე და პოლიტიკაში გამოცდილებაა საჭირო. რა ვიცი, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩერჩილ-რუზველტ-სტალინ-ტეტჩერ-ბუშ-პუტინ, ტრამპამდე მოყოლებული „ახალგაზრდა ენერგიულს“ არავის დაუძვრია მთები.

მთავარი და უპირველესი ადამიანის უზარმაზარი გამოცდილება და მისი მრავლისმთქმელი და მრავლისარმთქმელი, მრავლისმნახველი თვალები და მზერაა. ახალგაზრდა ენერგიული ბიჭები იყვნენ თავის დროზე კენედიც, ობამაც, ციპრასიც და რენციც, მაგრამ ან არ დასცალდათ და ან ვერ შეძლეს მსოფლიოში „თამაშის წესების“ შეცვლა და რაღაც ისევ გამოცდილი „ბებრუხანებისკენ“ მიუწევს გული მოსახლეობას.

მოკლედ, ამდენი ახალგაზრდა ენერგიული პოლიტიკოსის შემყურე, ვფიქრობ, პარლამენტის ბუფეტს ენერგეტიკული სასმელი აღარ დასჭირდება მის ასორტიმენტში“ – აღნიშნავს ოპერის მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები