LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი: „მოვითხოვ, დიღომში გაურკვეველი უცხო გვარის ქუჩები გადაკეთდეს დიდ ქართველ მოღვაწეთა ქუჩებად…“

104

საოპერო შემსრულებელი, თამარ ივერი აღშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ დიღომში უცხოური სახელები ჰქვია, მაშინ, როდესაც თბილისში არ არსებობს გამოჩენილი ქართველების, ჰამლეტ გონაშვილის, ცისანა ტატიშვილის თუ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქუჩები.

თამარ ივერი წერს:

„დიღომი სავსეა გაუგებარი უცხო გვარების… კლაპორტების და სტივენსების ქუჩებით!! რატომ არ არის ქალაქში აქამდე ჰამლეტ გონაშვილის ქუჩა? საინტერესოა, არის ჭაბუკიანის, ზ.ანჯაფარიძის, ანდღულაძის, მანჯგალაძის თუ სხვა დიდ ადამიანთა ქუჩები მაინც? მოვითხოვ, დიღომში ქართველი ხალხისთვის ამ გაურკვეველი უცხო გვარების ქუჩები გადაკეთდეს დიდ ქართველ მოღვაწეთა გვარებად. ასევე ცისანა ტატიშვილის და ზურაბ სოტკილავას ქუჩებიც დაემატოს!!!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები