LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი „სითი პარკის“ წინააღმდეგ – „მოვთხოვო პასუხი იქ მჯდომ ბობოლა თაღლითებს…“

98

საოპერო მომღერალი თამარ ივერი „სითი პარკის“ წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ილაშქრებს და აღნიშნავს, რომ ეს თბილისის მერიამ უნდა გამონახოს 25 მილიონი და ეს კომპანია თავიდან მოიშოროს.

თამარ ივერი წერს:

„დღეს ქალაქის ამ მოუშორებელმა ფურუნკულმა ორგანიზაციამ იხელთა დრო და ფალიაშვილზე, „გუდვილის“ უკანა ბაღში, ბურგერების კაფეს წინ, სადაც ზუსტად 5 წუთით შევირბინე „ლიბერთი ბანკში“ მზაკვრულად გაათრია ჩემი მანქანა. ამ დროს ჩავაყენე პარკინგების გვერდით, ანუ მოძრაობას არ ზღუდავდა. უბრალოდ, თურმე იქ იწყებოდა ავტობუსის გაჩერება, ამ დროს, ჩემ  გარდა, კიდევ 4 მანქანით იყო სავსე ეს ვითომ „ავტობუსის გაჩერების“ ადგილი. რაც ფალიაშვილზე ვცხოვრობ, იქ მე ავტობუსი არასდროს დამინახავს და რაც იქ ვიდექი, არც ერთხელ არაფერს არ გამოუვლია. არც ვინმე ელოდება და არც ნომერი წერია ავტობუსის. და მოკლედ, დამტოვეს ასე ანერვიულებული… რეპეტიცია-გაკვეთილგაცდენილი და ა.შ…

რაც მთავარია, აქეთ-იქეთ „ასევე დამრღვევი“  შავი ჯიპები ხელუხლებელი დატოვეს. ჩემი სედანი დაიბრიყვეს. თუ დარღვევაა, ის მანქანები რატომ დარჩა ხელუხლებელი??? ან რაიმე ჯარიმა დაედოთ. ან ასე როგორ იყვნენ ჩასაფრებულნი, რომ 5 წუთში ამაცალეს მანქანა? შემდგომ, 4 საათის მერე, საღამოს ჩამოვიარე და იგივე მანქანები ისევ იქ იდგა. ვეცდები, ადვოკატის საშუალებით კანდელაკის ქუჩაზე მოვთხოვო პასუხი იქ მჯდომ ბობოლა თაღლითებს.

რა გახდა ეს 25 მილიონი, რომ ვეღარ იმეტებს მთავრობა ამ მავნე ხორცმეტი ორგანიზაციის გასაუქმებლად.?

ვფიცავარ, ვინმე მილიარდოსანი ოლიგარქი რომ ვიყო, ჩემი ჯიბიდან გავიღებდი თანხას ამ უჯიშო თაღლითების ქალაქის ცხოვრებიდან გასაქრობად. ნებისმიერ ორგანიზაციას და დახვეწილ ევროპულ გადახდის ფორმატს მივესალმები ოღონდ ამ ყაჩაღთა და მარგინალთა ბრბო აღმოიფხვრას ქალაქის ცხოვრებიდან და ეს სურათი ყველამ უნდა გააზიაროს!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები