LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ სანიკიძის ყოფილ უწყებას აუდიტის სამსახური შეამოწმებს – მარიამ ჯაში

120

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე განათლების მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლა, აუდიტის სამსახური შეამოწმებს. ამის შესახებ “ფორტუნას”  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განუცხადა.

როგორც ჯაში აცხადებს, თამარ სანიკიძის ყოფილ უწყებაში სისტემური ხარვეზები იყო, რის გამოც განათლების სამინისტრომ მისი შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. ჯაში არ გამორიცხავს, რომ ასევე შეიძლება შემოწმდეს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტროს სხვა სსიპ-ები.

ცნობისთვის, 2018 წლის 10 სექტემბერს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრის მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ამავე დღეს გაათავისუფლეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მინინოშვილი.

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მას უწყებაში პრობლემები დახვდა. კერძოდ, მისი თქმით, პრობლემები იყო გრიფირების პროცესთან და სკოლებში არსებულ ტექნიკურ სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით.

პოპულალურები