LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამაზ მეჭიაური “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” მადლობას უხდის

100

„უზარმაზარ მადლობას ვუხდიახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, საერთოდ, ჭკვიანი ხალხია,“ – ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სასამართლოში თამაზ მეჭიაურის ინტერესებს იცავდა.

უზარმაზარ მადლობას ვუხდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, საერთოდ, ჭკვიანი ხალხია. არის საკითხები, რომელშიც მე განსხვავებული აზრი მაქვს და დავრჩები მაგ აზრზე. არ მქონდა სიმპატია, მაგრამ გამიჩნდა სიმპატია და მექნება. რაღაც საკითხებში დავუშვათ ნატოში ჩვენ ადგილზე, ერთსქესიანთა ქორწინებაზე, დამიტოვოს ყველამ უფლება, მქონდეს ჩემი პოზიცია და მათ თავისი, მაგრამ პიროვნება მე არასდროს დამიჩაგრავს თავისი მსოფლმხედველების გამო და არც მათთან მეგობრობაზე მითქვამს უარი,“ – განაცხადა მეჭიაურმა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთ იხმით იგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები