LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი იზრდება

77

1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი, სათამაშო ბიზნესზე კი მოსაკრებლის ოდენობა გაიზარდა.

„საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზრდება.  ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება, დიზელზე – 150-დან 400 ლარამდე, ხოლო გაზზე 1000 კუბურ მეტრზე – 80-დან 200 ლარამდე.
რაც შეეხება სათამაშო ბიზნესს, ტოტალიზატორი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას მიღებული ფსონების ჯამი დაიბეგრება 10%-ით და ასევე, 30%-ით იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განაკვეთი მაგიდებთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები