LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე 378 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება

114

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის საინფორმაციო კამპანიას გეგმავს. უწყებას ამ მომსახურებისთვის ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომელის სავარაუდო ღირებულება 378 ათასი ლარია. საგანმანათლებლო კამპანიის მიზანია თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობად გარემოს შექმნა და მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება თამბაქოს საკითხებზე.

ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო 11 400 ადამიანი იღუპება.

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოწევა, (ასევე, ელექტროსიგარეტის) სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში იკრძალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები