LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქოს წარმოების და თავისუფალი მედიის ერთმანეთთან დაკავშირება სრული უპასუხისმგებლობაა – პრემიერი

71

იმ ადამიანებს, ვინც ფიგურირებენ ე.წ. ჩანაწერებში, აქვთ უფლება და საშუალება საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდონ სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ ყველა დარწმუნდეს, თუ რასთან გვქონდა საქმე, – ამის შესახებ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

„მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, იმ ადამიანებს, ვინც ფიგურირებენ ამ ე.წ. ჩანაწერებში, აქვთ უფლება და საშუალება საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდონ სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ ყველა დარწმუნდეს, თუ რასთან გვქონდა საქმე. მე კომენტარი გავაკეთე იმ უკიდურესად უპასუხისმგებლო ქცევაზე, რომელიც უკავშირდება იმ საკითხს, რომ ცდილობენ დაუკავშირონ თავისუფალი მედიის ფუნქციონირება საგადასახადო საკითხებს. კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო ჩემი კომენტარი, რომ ეს არის სრული უპასუხისმგებლობა. არსებობს კომერციული საქმიანობა, არსებობს ბიზნესი. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს თამბაქოს წარმოებასთან, რომელმაც უნდა გადაიხადოს გადასახადი ისევე, როგორც ყველა ეკონომიკურმა აგენტმა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია და ამ საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება არის სრული უპასუხისმგებლობა,“ – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები