LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამო ვაშალომიძე: „გახდა ძალიან ადვილია, პოპულარობის შენარჩუნებაა რთული…“

165

„ავტორადიოს“ ეთერში „VIP ზონის“ შეკითხვებს ფოტომოდელმა თამო ვაშალომიძემ უპასუხა. მან ისაუბრა შორენა ბეგაშვილზე და იმაზე, რა ურთიერთობა აქვს ლამაზმანთან. ამ ბოლო დროს ხშირად ადარებენ ერთმანეთს იმის გამო, რომ ორივემ საკუთარი უკანალის გამომზეურება დაიწყო.

„შორენას ვიცნობ რამდენიმე ჩაწერიდან, ჩვეულებრივი კონტაქტი გვაქვს, მაგრამ არ ვმეგობრობთ. ინტერნეტში ხშირად გვადარებენ, შორენა ბაძავს თამოსო. ერთ-ერთი ჟურნალისთვის მქონდა ფოტოსესია… შეიძლება, დამთხვევაც არის და სულაც არ მბაძავს, მაგრამ ზუსტად ჩემნაირად ჰქონდა გადაღებული ფოტო. შესაძლოა, უკანალი არ აქვს გაკეთებული, მაგრამ მე ასეთი ჭორები მომივიდა. მე ნამდვილად არაფერი მაქვს გაკეთებული და თუ გარეგნობას შევიცვლი, აუცილებლად ვიტყვი, რადგან ისედაც ყველა შეამჩნევს“ – ამბობს ფოტომოდელი.

კითხვაზე, რას ფიქრობს სიშიშვლით მოპოვებულ პოპულარობაზე, თამომ უპასუხა: „გახდა ძალიან ადვილია, უბრალოდ, პოპულარობის და აქტუალობის შენარჩუნება რთულია. მხოლოდ მოდის კვირეულზე ნახევრად შიშველი მოსვლით პოპულარობას არ მოვიპოვებ, ახლა კინოში მაქვს შემოთავაზება, ძალიან სკანდალურ როლზე, რომელზეც ჯერ ვერ ვილაპარაკებ… რადგან თეთრეულში მაქვს გადაღებები და ამისთვის თანხას მიხდიან, ამბობენ, გაიხდა და მარტო ამით არის პოპულარულიო, მაგრამ ასე არ არის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები