LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრიკო ჭოხონელიძე: „ჯერჯერობით არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ ვუჭერ მხარს!..“

206

ერთ-ერთმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამრიკო ჭოხონელიძე საპრეზიდენტო არჩვენებში მხარს გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას უჭერს. ამ ახალმა ამბავმა სოციალური ქსელები დიდი სისწრაფით შემოირბინა, ვინაიდან თამრიკო ჭოხონელიძე, როგორც იცით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გახლდათ და ამასთან, ბიძნა ივანიშვილის ოჯახთან ნათელ-მირონი აკავშირებს, ის ბერას ნათლიაა.

რადიო „ფორტუნა“ დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს თამრიკო ჭოხონელიძის პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და მას პირადად დაუკავშირდა.

თამრიკო ჭოხონელიძე:

თქვენ ჩემი ინტერვიუდან, რომელიც ამ გამოცემამ გაავრცელა, ასეთი აზრი გამოიტანეთ? არ მითქვამს, რომ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი ვარ, სად ჩანს ამ ინტერვიუში კონკრეტულად ჩემი პოზიცია? არ ვარ ჩამოყალიბებული, ვის მივცემ ხმას ამ არჩევნებზე. არ ვაპირებ ამის საჯაროდ თქმას. მაგრამ იმითაც გაკვირვებული ვარ, ამ ინტერვიუს გავრცელების შემდეგ როგორი რეაქცია წამოვიდა ადამიანებისგან. ასე მტრის ხატის შექმნა შეიძლება?!. შენივე სისხლზე და ხორცზე ასე ლაპარაკი როგორ შეიძლება? გაგიჟებულია ხალხი, ვაშაძეს როოგრ უჭერს მხარსო… მე თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერიც ვიყავი, მაგრამ გამიჩნდა კითხვის ნიშნები და შემდეგ დავსვი ძახილის ნიშნები. „ქართულ ოცნებასთანაც“ უამრავი კითხვის ნიშანი მაქვს, მაგრამ ჯერ ძახილის ნიშანი არ დამისვია. არ გამიკეთებია არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდასაჭერი განცხადება, არ ჩამოვყალიბებულვარ და ამგვარი ინფორმაციის გავრცელება სწორი არ არის…

არც სალომე ზურაბიშვილს უჭერთ მხარს, რომელსაც თანადგომა „ქართულმა ოცნებამ“ გამოუხატა?

არა, ჯერჯერობით არც მას ვუჭერ მხარს.

რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებთ, როდესაც საარჩევნო ყუთთან მიხვალთ?

ძალიან ბევრი კრიტერიუმია, რომელთა ჩამოთვლას ახლა ვერ დავიწყებ, მაგრამ აუცილებლად ვაპირებ არჩევნებზე წასვლას და არჩევანის დაფიქსირებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები