LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ სიძეს, გიორგი მახარაძეს აკრიტიკებს – „სერიალში ახალი მგირი ვერ დავინახე, ის ჩემთვის ნაცნობია…“

1265

თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილი სიძის, გიორგი მახარაძის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრობს. კითხვაზე, მოსწონს თუ არა გიორგის მიერ განსახიერებული გმირი „ჩემი ცოლის დაქალებში“, ის პასუხობს:

„საერთოდ არ ვსაუბრობ ამ თემაზე, რადგან ეს დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული. მაგრამ რაკი ასე გაინტერესებთ, გეტყვით, ამ სერიალში ახალი გმირი ვერ დავინახე, ის ჩემთვის ძალიან ნაცნობია. მიუხედავად ჩემი გულისტკივილისა, ყოველთვის გამიხარდება, რაც მეტ ახალ და საინტერესო სახეს შექმნის ეს ადამიანი, რადგან ის ელენეს მამაა. რაც მეტი ექნება შვილს საამაყო მამისგან, მით უკეთესი. მაგრამ ერთს მაინც ვურჩევდი მას, ელენე იმ ბავშვების რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც 21-ე საუკუნის ბავშვებს ეძახიან. მან უფრო ადრე დასვა კითხვა, რატომ დაშოდნენ დედა და მამა ერთმანეთს, ვიდრე ველოდით. ძალიან უხერხულად ვგრძნობთ ყოველთვის თავს. ვფიქრობ, თავად გასცემს ამ კითხვას პასუხს, თუმცა ამას დრო სჭირდება.

ერთი კი არის, როცა ასეთი ვითარებაა, შეცდომას შეცდომა არ უნდა დაუმატო მაშინ, როცა მარიამი დიდსულოვნად ცდილობს, ყველა ინტერვიუში თავი აარიდოს ამ შეკითხვას და თუ არ გამოსდის, დელიკატურად, მოკლედ პასუხობს ამ ყველაფერს და ამით უფრთხილდება შვილის სწორ და ფსიქიკურ აღზრდას. არ არის ლამაზი, ყოველ მეორე ჟურნალში, როგორც იტყვიან, ცხვირში ატაკო შენს გონიერ და ჭკვიან შვილს, როგორი ბედნიერი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ნახულობ მას დაკავებულობის გამო“.

როგორც თამრიკო ჭოხონელიძე აღნიშნავს, აუცილებლად შეინახავს ელენეს დედისა და მამის ინტერვიუებს და როცა ის გაიზრდება და იკითხავს, რატომ დაშორდნენ ერთმანეთს, ამ ინტერვიუებს წააკითხებს – „ამას გნებავთ, სიდედრის პოზიცია დაარქვით, გნებავთ, ჩვეულებრივი ქალისა, რომელიც ყოველთვის აპროტესტებს ყოველგვარ სიყალბესა და სიხარბეს, მით უმეტეს, ინტერვიუებში“, აღნიშნავს თამრიკო ჭოხონელიძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ გიორგის არც აქამდე აკლდა პოპულარობა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით აქტუალურია „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლის გამო. ის სერიალში მაქსიმე გობრონიძეს განასახიერებს და ამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტი თაყვანისმცემელი შეიძინა.

გიორგი მახარაძე და მარიამ როინიშვილი დაქორწინებულები იყვნენ. მათ ერთი შვილი, ელენე ჰყავთ. გოგონა დედასთან იზრდება. მარიამს უთქვამს, რომ მის შვილს მამასთან არცთუ ხშირი ურთიერთობა აქვს. გიორგის ახლანდელი შეყვარებულია ასევე მსახიობი, მარიამ ნადირაძე, წყვილი დიდი ხანია, ერთად ცხოვრობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები