LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრიკო სხვიტარიძე: ” ხმამაღლა ვაცხადებ, რომ რუსეთისთვის ხმა არ მიმიცია…”

159

საბავშვო “ევროვიზიის” ფინალზე რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოს წარმომადგენელი ქულათა მცირე რაოდენობით დაჯაბნა. სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ ქართულმა ჟიურიმ უმაღლესი, 12 ქულა რუსეთს მიანიჭა.

სოციალურ ქსელებში საზოგადოების ნაწილი აღშფოთებას გამოთქვამს ამ ფაქტთან დაკავშირებით და კითხულობს, როგორ მოხდა, რომ ქართული ჟიურისგან რუსეთს 12 ქულა ერგო.

ხუთკაციანი ჟიურის წევრი, თამრიკო სხვიტარიძე წერს, რომ მას ხმა რუსეთისთვის არ მიუცია.

“ბასტი-ბუბუს” ხელმძღვანელი აღნიშნავს:

“ხმამაღლა ვაცხადებ – ვიჯექი ევროვიზიის ჟიურიში. მომეწონა რუსეთის კონკურსანდტის გამოსვლა – მაგრამ ხმა არ მიმიცია მისთვის – ყველაზე მეტი ქულა სომხებს მივეცი. თუმცა, ჩემს გარდა ჟიურიში კიდევ 4 წევრი იყო, მათ შორის ორი ბავშვი. ჩვენ ერთმანეთის შეფასებების ნახვის უფლება არ გვქონდა. ის რომ საქართველომ რუსეთს მისცა 12 ქულა და რუსეთმა საქართველოს ასევე 12 ქულა მისცა – ეს კარგი ამბავი მგონია. ბავშვები არ უნდა გაიზარდნონ მტრულად.
თუმცა, ვთვლი და ჟიურიშიც ხმამაღლა ვთქვი – რომ საქართველოში რუსეთის გამარჯვება ტეხავს 🙁
და კიდევ, სულ რომ 2 ქულა მიეღო რუსეთს ჩვენგან, მაინც რუსეთი გაიმარჯვებდა, რადგან ქართველმა ხალხმა არ იაქტიურა და ხალხის ხმა დააკლდა გრიგოლს და არა ჟიურის ხმა 🙁 (
ნერვებაშლილი თამრიკო
ეს ბოლოა ჩემი ევროვიზიასთან გაკარება – ეს კონკურსი აშკარად ჩემი არ არის :)”

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თამრიკო სხვიტარიძესთან ერთად ჟიურიში იყო ორი მცირეწლოვანი ქართველი შემსრულებელი, რომლებიც “ევროვიზიაში” მონაწილეობენ და ასევე მომღერალი სოფო გელოვანი. ჟიურის თავმჯდომარე იყო ვოკალის პედაგოგი, მუსიკოსი ზაზა წურწუმია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები