LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა გოდუაძის მიერ ბერძნულ ტელევიზიაში შესრულებული „სულიკო“ სოცქსელს იპყრობს (ვიდეო)

288

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გამოჩნდა. მან თანმხლებ ჯგუფთან „კავკასია“ ერთად „სულიკო“ შეასრულა და არა მხოლოდ ბერძნული, არამედ ქართული აუდიტორიის გულებიც დაიპყრო. დილიდან ვიდეო სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ის გია კვარაცხელიამ გაავრცელა და დაწერა:

„სულიკო“ შობა-საღამოს საბერძნეთის ტელევიზიაში (ვიდეო)

სპიროს პაპადოპულოსის ზეპოპულარული (და სერიოზული) სატელევიზიო მუსიკალური გადაცემა Στην υγειά μας ρε παιδιά! რომელსაც, მთლიანი თუ არა, ნახევარი საბერძნეთი მაინც უყურებს, უქმე საღამოობით — მიწვეული ქართველი დივა, თამთა გოდუაძით, რომელმაც საკუთარი, ბერძნულენოვანი ჰიტების შესრულების შემდეგ, ჩვენთვის ლეგენდარული „სულიკო“ იმღერა, ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიას“ ვოკალურ-ინსტრუმენტალურ კვარტეტთან ერთად, ორ ენაზე (ქართულად და ბერძნულად) და საყოველთაო აღტაცება და ოვაციები დაიმსახურა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები