LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თან მღეროდა და თან ცრემლები მოსდიოდაო”

120

4 მაისს ეთერში გადაცემა პროფილი ბრუნდება. მისი წამყვანის მაია ასათიანის ტრაგედიის მიუხედავად, ეკრანზე დაბრუნებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

ასათიანის გადაწყვეტილებას ეხმაურება ნიკა ქავთარაძეც:

“ბავშვი ვიყავი, როცა გავიგე ერთ-ერთ ქართველ მომღერალზე – შვილის სიკვდილი კონცერტის წინ გაიგო და მაინც გამოვიდა სცენაზეო. თან მღეროდა და თან ცრემლები მოსდიოდაო – ასე სცა პატივი პუბლიკასაც, საკუთარ შვილსაც და საკუთარ პროფესიასაცო.
წლების განმავლობაში არ დამვიწყებია ეს ამბავი და უამრავჯერ მიფიქრია, რამხელა ძალა უნდოდა ამ ნაბიჯის გადადგმას.
დღეს გავიგე, რომ “პროფილი” ბრუნდება ეთერში – მაია ასათიანი ზუსტად ისე ემახსოვრებათ თაობებს, როგორც მე თემურ წიკლაური!”, – წერს ნიკა ქავთარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები