LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანაბარ პირობებში: საქართველომ უეფას ერთა ლიგის კალენდარი შეაცვლევინა

56

ერთა ლიგის წილისყრის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კალენდრით უკმაყოფილო დარჩა.

D დივიზიონში ჩვენი ჯგუფის გუნდებმა, ყაზახეთისა და ლატვიის ნაკრებებმა დაგეგმილ გრაფიკში ცვლილება საქართველოსთვის საზიანოდ შეიტანეს.

ყაზახეთი-ლატვიის შეხვედრა 16 ნოემბერს ყაზახეთში უნდა გამართულიყო, ისევე როგორც ანდორა-საქართველო. 19 ნოემბერს კი ყაზახეთი საქართველოს ესტუმრებოდა, ხოლო ანდორა – ლატვიას.

მაგრამ ყაზახეთისა და ლატვიის ფედერაციები შეთანხმდნენ და 16-ში დაგეგმილი მატჩი ერთი დღით ადრე, 15 ნოემბერს გადაიტანეს და უეფას თანხმობაც მიიღეს. ამგვარად, 19 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ მატჩში ყაზახეთს საქართველოსთან დაპირისპირებამდე ერთი დღით მეტი თავისუფალი დღე და შესაბამისად, ძალების აღდგენის მეტი საშუალება ექნებოდა – ამას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უსამართლობა უწოდა.

სფფ-ის მმართველებმა უეფას მიმართეს, რომ გუნდები თანაბარ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ და საქართველოს თამაშიც 15 ნოემბრისთვის გადაეტანათ. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში ქართული მხარის არგუმენტები გაითვალისწინეს და ერთა ლიგის გათამაშების მეხუთე ტურის შეხვედრის თარიღი შეცვალეს.

ანდორა-საქართველოს მატჩიც, 16 ნოემბრის ნაცვლად, ერთი დღით ადრე, 15 ნოემბერს შედგება. რაც ნიშნავს,რომ ერთა ლიგის ”დ” დივიზიონის პირველი ჯგუფის ბოლოსწინა ტურის ორივე შეხვედრა ერთ დღეს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები