LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამდებობა დღეს ორმა სამხარეო რწმუნებულმა დატოვა

231

რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, ასევე, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ დღეს გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაადასტურეს.

თანამდებობის დატოვების მიზეზი, ორივე შემთხვევაში ახალი სამსახურია.

პაპუნა მარგველიძე კარიერას შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩევლად გააგრძელებს. უცნობია რა თანამდებობას დაიკავებს გია სალუქვაძე.

რამდენიმე კვირის წინ კიდევ 2 სამხარეო რწმუნებული შეიცვალა.

პოპულალურები