LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრი პრემიერისთვის ემზადება!..

172

თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრი „იმპულსი“ პრემიერას, ქორეოგრაფიულ მისტერიას ,,ევოლუცია’’ წარადგენს. სპექტაკლი გაიმართება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 2016 წლის 27 ნოემბერს და 4 დეკემბერს 20:00 საათზე.

ქორეოგრაფიული სპექტაკლი ,,ევოლუცია’’ ხორციელდება თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრიის ფინანსური მხარდაჭერითა და სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის თანადგომით.

ლიბრეტო ეფუძნება ქართულ მითოლოგიას, ესაა კაცობრიობის ევოლუციის ისტორია, რომლის ცენტრშიც გვევლინება უკვდავი პერსონაჟი.  ჰიპოთეტურად გადმოცემული ამბავი ამირანზე, პრომეთეზე, სხვადასხვა მითოლოგიაში სხვადასხვა სახელის მქონე, მაგრამ ერთი ქმედებით ცნობილ გმირზე, ადამიანებისთვის ცეცხლის, მზის, ცოდნის ჩამომტან ტიტანზე.

დადგმის რეჟისორი და ქორეოგრაფი თიკო ქოიავაა, ლიბრეტოს ავტორი –  ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მუსიკის ავტორი სანდრო ნიკოლაძე, მხატვარი ლევან კვარაცხელია, გრაფიკული დიზაინი – ანუკი კონიაშვილს ეკუთვნის, სპექტაკლის განათებაზე ბექა ბაქრაძემ იმუშავა, ვიდეოგადაღება – Brotherhood Production.

მონაწილეობენ:

ანა სახიაშვილი, გიორგი ზუბიაშვილი, მარიამ ცირდავა, ანარ მამედოვი, ბექა ჩუგნაძე, გიორგი ფარულავა, ვასილ ალეკსანიანი, ნინო გოგიჩაშვილი, გიორგი გასიშვილი, ალექსანდრე გადელია.

15139508_1406821372691602_1480945662_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები