LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანასწორობა: Nike-მა პირველი პოლიტიკური ვიდეო გადაიღო (ვიდეო)

26

Nike-მა პირველი პოლიტიკური ვიდეო გამოუშვა. ცნობილმა ბრენდმა თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის კამპანია წამოიწყო, რითაც აფროამერიკული ისტორიის თვის აღნიშვნას შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ უკვე მრავალი წელია ამერიკასა და კანადაში თებერვალი აფროამერიკელებთან, საზოგადოებაში რასიზმისა და მონობის აღმოფხვრასთანაა დაკავშირებული და ამ თემებზე უამრავი საინტერესო ღონისძიებაც იმართება.
აქტივობებს სპორტული ბრენდი შავ-თეთრი ვიდეო რგოლით – „თანასწორობით“ შეუერთდა. მასში მონაწილეობა ცნობილმა სპორტსმენებმა – სერენა უილიამსმა, გაბრიელ დუგლასმა და ვიქტორ კრუზმა მიიღეს.
კლიპი ადამიანებს ურთიერთპატივისცემისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=43QTjFCPLtI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები