LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტანძიაში ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა – მძღოლი ადგილიდან მიიმალა

41

ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიაში ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქუჩაში გამვლელმა იპოვა. 38 წლის მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები