LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული

28

თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ფაქტზე ფინანსურმა პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს მაღალი რანგის სხვადასხვა თანამდებობის პირის დახმარებით ხუთი ათასი დოლარის სანაცვლოდ, ოთხოთახიანი ბინის გადაცემას დაპირდა.

სამართალდამცველებმა ის თანხის ნაწილის აღების ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები