LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაო ჟენგი: საქართველოს სამი მთავარი გამოწვევა აქვს

59

რა გამოწვევები აქვს საქართველოს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცდილობს.

ფონდის  მმართველი დირექტორის მოადგილის ტაო ჟენგის განცხადებით, საქართველოს მთავარი გამოწვევა ვიწრო საექსპორტო ბაზაა. მეორე გამოწვევა ჟენგის თქმით, შრომის ბაზარია. მესამე გამოწვევად კი სავალუტო ფონდი შრომის ბაზრის შესაბამისი  უნარების არარსებობას ასახელებს.

“საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები. ჩვენი ვალდებულებაა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც მოსახლეობა და ახალგაზრდა თაობა საკუთარი თავის რეალიზებას უკეთ შეძლებს. ასევე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს ისეთი გარემო, რომელიც განავითარებს სხვადასხვა შესაძლებლობებს უცხოური ინვესტიციებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებასთან ეფექტური თანამშრომლობის გზით წარმატებით განვახორციელებთ დაგეგმილ პროგრამებს”, – განცხადა ტაო ჟენგმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადისკუსიო პანელზე.

შეხვედრაში, სადაც გამომსვლელებმა გამომსვლელებმა ისაუბრეს მთავრობის ოთხ-პუნქტიან გეგმაზე, საქართველოს პასუხზე საგარეო შოკსა და ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე, მონაწილეობდნენ სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟენგი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.

დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ  სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ISET-ის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პოპულალურები