LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაო-კლარჯეთში ძეგლების აღდგენა 16 სექტემბრიდან დაიწყება – გიორგი კვირიკაშვილი

72

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი  კვირიკაშვილის, განცხადებით, ტაო-კლარჯეთში ხუროთმოძღვრების ძეგლების აღდგენა 16 სექტემბრიდან დაიწყება.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„კულტურის მინისტრი თურქეთში იმყოფებოდა და კარგი სიახლეები ჩამოგვიტანა. 16 სექტემბრიდან დაიწყება ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის, პარხალის მონასტრის, სარეაბილიტაციო სამუშაოები და პირველად ოფიციალურად ჩაერთვება ქართული მხარე, სპეციალისტები, სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები.  კარგი გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ პირველადი იერსახე იქნას შენარჩუნებული,“ –  აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა, დღეს კვირიკაშვილმა ისაუბრა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის  რეიტინგში საქართველოს ადგილის გაუმჯობესებაზე და განაცხადა, რომ ინვესტიციების მოსაზიდად რეიტინგის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პრემიერმა ყურადღება მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაამახვილა, არის საფრანგეთში, ბორდოს გამოფენაში საქართველოს მონაწილეობა.  კვირიკაშვილის თქმით, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში ხვალ გაიხსნება გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“, რაც საქართველოსთვის დიდი წარმატებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები