LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს [ვიდეო]

55

სამართალდამცავებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ტაქსის მძღოლს ცივი იარაღის მუქარით ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს,“ – წერია შსს-ს განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები