LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის ნებართვის არქონის შემთხვევაში, მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება – კახა კალაძე

80

“ტაქსის ნებართვის არქონის შემთხვევაში, მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

კალაძის თქმით, ტაქსების ნებართვის მაძიებლები ძალიან მარტივად, სპეციალური ვებ გევრდის საშუალებით გაივლიან რეგისტრაციას, მიუთითებენ პირად მონაცემებს და ელექტრონულად მოხდება საფასურის გადახდა.

“ამ პროცედურის გავლის შემდეგ მაქსიმუმ 2 დღის ვადაში აიღებენ შესაბამის საბუთს. ასევე, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, გამგეობებს მიმართონ, სადაც არიან დარეგისტრირებული და გამგეობებშიც იქნება შესაძლებებლი ნებართვის მიღება. ნებართვის ერთი წლის საფასური შიდაწვის ძრავიანი მანქანებისთვის შეადგენს 100 ლარს, ჰიბრიდებისთვის – 50 ლარს, ხოლო ელექტრომობილებისთვის იქნება უფასო. ამის გარდა, ნებართვის მფლობელს სხვა გადასახადის გადახდა არ მოუწევს. ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება, საბუთი სალონში გამოაკრას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საბუთი არ ექნება, მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება. მეორე ეტაპი დაიწყება მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან და ყურადღება მოექცევა ტაქსის ვიზუალს, ფერს. გარდა ამისა, განისაზღვრება დამატებითი რეგულაცუები მარჯვენასაჭიანი და 2 კარიანი მანქანებისთვის,” – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები