LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის რუსული კომპანია ქართული ბაზარზე შემოსვლას გეგმავს

79

ტაქსის რუსული კომპანია  „იანდექს ტაქსი“ ქართულ ბაზარზე შემოსვლას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი გაზეთი  „ვედომისტი” ავრცელებს. აღნიშნულ თემაზე გაზეთს „იანდექს ტაქსის“ გენერალური  დირექტორი ტიგრან ხუდავერდიანი ესაუბრა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე „იანდექს ტაქსი“ ლიდერია მოსკოვში, სანკტ–პეტერბურგსა და ეკატერინბურგში გამოძახებების რაოდენობის მიხედვით, უახლოეს პერიოდში კი აპირებს, ამ მაჩვენებლით ლიდერი გახდეს დსთ–ს ქვეყნებში.

როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს,  მიმდინარე წლის  გაზაფხულზე კომპანიამ მუშაობა მინსკში, ივლისში კი-სომხეთში დაიწყო.  „იანდექს ტაქსის“ სამომავლო გეგმებში კი  ყაზახეთში, ბაალტიისპირეთსა და საქართველოში შემოსვლაც შედის.

”ვედომოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ხუდავერდიანი განმარტავს,  რომ „იანდექს ტაქსის“ გეგმებშია ასევე, ტარიფიკაცია მთლიანად კომბინირებულ სისტემაზე გადაიყვანოს, როდესაც მგზავრი იხდის როგორც წუთების, ისე კილომეტრების მიხედვით .

ცნობისთვის, ტაქსის ონლაინ–გამოძახების კომპანია „იანდექს ტაქსი“ ტაქსის უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობს. სერვისი ავტომატურად განსაზღვრავს დამკვეთის ადგილმდებარეობას და მას ყველაზე ახლოს მყოფ ტაქსის უგზავნის. სისტემას აქვს ისეთი სერვისები, როგორიცაა საფასო კატეგორიის შერჩევა – „ეკონომ,“ „სტანდარტ“ და „ბიზნეს“ კატეგორიები. ასევე ცალკეული მახასიათებლები – არამწეველი მძოლი, საბავშვო სავარძელი, კონდიციონერი და ა.შ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები