LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტაქსისტი უმანქანოდ მოვიდა, ფეხით ჩამოვირბინეო…“ – ბექა ჭანკვეტაძის მორიგი სახალისო ამბავი

148

13 ივნისის სახალისო ამბის ავტორი, ბექა ჭანკვეტაძე ახალ ამბავს აქვეყნებს, რომელიც მცირე ხნის წინ გადახდა თავს. ეს ისტორიაც, წინას მსგავსად, სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გთავაზობთ მის პოსტს:

„ტაქსი გამოვიძახე, ცოტა ხანში მირეკავს გამოდი მოვედიო, გავედი და მანქანა საერთოდ არ დგას, ვიღაც ტიპი მეძახის: ტაქსი შენ გამოიძახეო, კი-თქო, მე ვარ ტაქსისტი, აქვე ვიყავი და ჩამოვირბინე ფეხით, მანქანას მომიყვანენ მალე, ჩემს შვილს ვათხოვეო.

ახლა მე და ტაქსისტი ვდგავართ და ველოდებით მანქანას!

ტაქსი უმანქანოდ მოვიდააააააააა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები