LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტარაუმარას ტომის ქალმა მარათონზე სანდლებით და კაბით ირბინა

66

22 წლის მექსიკელმა გოგონამ 50 კმ-იანი დისტანცია 7 საათსა და 3 წუთში, ქვედაბოლოსა და სანდლებში გამოწყობილმა გაირბინა. მარია ლორენა რამირესმა მარათონელისათვის უჩვეულო ჩაცმულობით საკმაოდ გრძელი დისტანცია დაფარა.
მექსიკელები ადგილობრივი ინდიელთა ტომიდან, ტარაუმარადან ყოველგვარი წინასწარი მომზადებისა და სპეციალური ეკიპირების გარეშე მონაწილეობდნენ გარბენში. მარიამ გამარჯვებისათვის 6 ათასი ევრო მიიღო. ტარაუმარას ინდიელები მსოფლიოში ფიზიკურად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ხალხად მიიჩნევა. ულტრამარათონის მარშრუტი მექსიკის მთებზე, მდინარეებსა და ველებზე გადიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები