LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილის მამის თქმით, მისი შვილი რუსეთში წავიდა

66

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილის, დავით ხეჩუაშვილის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი საქართველოში არ იმყოფება და რუსეთშია წასული. ამის შესახებ ანზორ ხეჩუაშვილმა ”რუსთავი 2”- ს განუცხადა.

ის ვითომ მონაწილეობდა შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტში. წავიდა ძიება და რომ ვერაფერი დაუმტკიცეს, მერე გამოუშვეს. ამის მერე იყო მუხროვანი, იქაც გაამართლეს. ჩემი შვილი აქ არ არის და როგორ მონაწილეობდა აფეთქებაში? 5 დღეა წასულია რუსეთში სამუშაოდ. უკრაინაში რა უნდოდა, მოსკოვში იყო წასული.

გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცოპერაცია ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას უკავშირდება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გლდანში ხეჩუაშვილის ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები