LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია დოლიძე შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება

95

თათია დოლიძე შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.  ის თბილისის მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ, მას შემდეგ მივიდა, რაც შსს-მ განაცხადა, რომ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე გამოძიება დაიწყო.

სამმართველოში შესვლამდე მას კომენტარი არ გაუკეთებია. რამდენიმე საათის წინ კი, ვიდრე შსს-ს  გამოძიებას დაიწყებდა, “ფორტუნასთან” განაცხადა, რომ ის იურისტებთან  კონსულტაციებს გადიოდა.

ამასთან, დილით შსს-ში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ უწყება რეაგირებას მხოლოდ თათია დოლიძის მიმართვის შემთხვევაში მოახდენდა. თუმცა, იურისტები აცხადებდნენ, რომ რეაგირებისთვის მიმართვა არ იყო საჭირო და შსს ვალდებული იყო, მოკვლევა დაეწყო, რადგან მუქარა სოციალური მედიით საჯაროდ გავრცელდა. მოგვიანებით კი შსს-მ განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება, მიმართვის გარეშე, სისხლის სამართლის კოდექსის  151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას ითვალისწინებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები