LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია მაგნიტსკის სიის ასლი და წარუმატებელი პროექტია”- მედოევი

73

“ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია მაგნიტსკის სიის ასლი და წარუმატებელი პროექტია”-  სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ეხმაურება.

მედოევის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სია „მაგნიტსკის სიის“ ასლის შთაბეჭდილებას ტოვებს.

“ეს არის საქართველოს მეგობრების საკმაოდ წარუმატებელი პროექტი იმ პროექტებიდან, რომლებიც შემუშავებულია იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არ შემცირდეს ანტიოსური და ანტიაფხაზური განწყობები,” – განაცხადა მედოევმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის, პეტრე გასიევის ინფორმაციით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ უპასუხებენ ქართველების მიერ 1992 წელს მოკლული გრიგორი სანაკოევის სახელობის სიით, რომელსაც გასიევის მტკიცებით, დიდი ხანია ამზადებენ და მასში შეიყვანენ საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ თუნდაც, 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ გენოციდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები