LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატუნაშვილის ცხედარს, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გადმოგვცემენ – პრემიერი

28

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ბოლო თარიღად კვირის ბოლო დაასახელა. განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით,  ეს ინფორმაცია მას საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიაწოდეს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებში არიან ჩართული.

“გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, „სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც არიან ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები