LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია” – ანატოლი ბიბილოვი

30

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“.

ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ევროპაში და ამერიკაში მიღებულია. საშუალება უნდა მოგვცეთ, ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ. იგივე საქართველოში  ექსპერტიზას, სულ მცირე, ერთი თვე სჭირდება,“ – განაცხადა მან.

ანატოლი ბიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ „ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის გარეშე გადაცემის შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთმა შესაძლოა, უფრო მეტი ნეგატივი მიიღოს, ვინაიდან ეს საკითხი ძალიან პოლიტიზირებულია ქართული მხარის მიერ“.

თავის მხრივ, თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია, რადგან „ტატუნაშვილის ცხედარი უკვე ორი კვირაა, რაც სამხრეთ ოსეთშია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები