LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატუს გაკეთების შემდეგ დიდი შანსია, გაცივდეთ

101

ახალი კვლევის მიხედვით,  ტატუს გაკეთების შემდეგ დიდი შანსი გაქვთ, გაცივდეთ, ინფორმაციას  The Sun ავრცელებს.

გაციების რისკი სტრესის  გამო იზრდება.  კვლევა American Journal of Human Biology-ში დაიბეჭდა. მეცნიერების მტკიცებით, პირველი ტატუ სხეულისთვის და ფსიქიკისთვის სტრესია, შედეგად სუსტდება იმუნიტეტი და გაციების შანსი იზრდება.

მკვლევარები 29 ადამიანს დააკვირდნენ და მათ ორგანიზმში სტრესის ჰორმონის დონე განსაზღვრეს. ადამიანებს, რომლებსაც ადრეც ჰქონდათ ტატუ გაკეთებული, სტრესის დონე გაცილებით დაბალი აღმოაჩნდათ, ვინც პირველად იკეთებდნენ ტატუს, მათი ჰორმონების დონემ საგრძნობლად აიწია და იმუნური სისტემა დასუსტდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები