LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავად ,,ქართული ოცნება’’ აცნობიერებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანტიკონსტიტუციურობას – აბესაძე

112

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ თავად ,,ქართული ოცნება’’ აცნობიერებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანტიკონსტიტუციურობას ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.
,,საკომიტეტო მოსმენებიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ თავად ,,ქართული ოცნება’’ აცნობიერებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანტიკონსტიტუციურობას. თუმცა იძულებულები არიან შეასრულონ ის პოლიტიკური დავალება, რომელიც მათთვის არის მიცემული, რომ მოსმენების ტექნიკური საშუალებები შეუნარჩუნონ სუს-ს. ის ძალიან მცირე ცვლილებები, რომლის გათვალისწინების პირობაც მათ კომიტეტის სხდომაზე დადეს, არანაირად არ ცვლის კანონპროექტის მთლიან არსს, რომ მოსმენებს განახორციელებს კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დარჩება მაღალი რისკი ადამიანების პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის. დღევანდელ სხდომაზე ჩვენ წარვადგენთ ალტერნატიულ წინადადებას, სადაც კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას და ვთავაზობთ, რომ სააგენტო იყოს რეალურად დამოუკიდებელი და პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული, პარლამენტის ძლიერი კონტროლის ქვეშ და ე.წ. ორი გასაღების სისტემით. ეს არის ის მინიმალური გარანტიები, რომელიც კანონს აქცევს კონსტიტუციის შესაბამისად და რაც მთავარია, უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები