LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო ღონისძიებები ხომალდმა შეწყვიტა

86

თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო ღონისძიებები ხომალდმა შეწყვიტა. როგორც ფორტუნას თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 11 დღიანი უშედეგო სამძებრო ღონისძიებების შემდეგ გადაწყვეტილება გემის კაპიტანმა მიიღო.

თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე წუთში გაავრცელებს, რომელსაც “ფორტუნა” შემოგთავაზებთ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შიმშილობა დაიწყო ერთ-ერთი დაკარგული ჯარისკაცის დედამ.

თავდაცვის სამინისტროს ორი ჯარისკაცი  წვრთნების დროს გონიოში ზღვაში 16 აგვისტოს გაუჩინარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები