LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდასხმა ერაყში – დაღუპულია 17 ადამიანი

38

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.  ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ერაყის შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

ერთ-ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, ხოლო მეორე სამართალდამცველების მიერ იქნა ლიკვიდირებული.

სააგენტოს ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 28 – დაშავდა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები