LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდასხმა “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფზე

81

დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

კურიერის ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა, აეროპორტის ტერმინალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან, ინტერვიუებს იღებდნენ, რომლებიც ოფიციალაური ვიზიტით სტრასბუგრში მიემგზავრებოდნენ.

დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის ინტერვიუ დროს მათ უცნობმა პირმა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი რუსთავი 2-ის ოპერატორს ფიზიკური.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა. კურიერის ინფრომაციით დაკითხვაზეა გადაყვანილი თავდასხმაში მონაწილე პირიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები