LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდასხმა შვეიცარიაში – ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

46

შვეიცარიის ქალაქ შაფჰაუზენში მომხდარი თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები ცდილობენ, თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავონ.

ჟურნალისტებთან ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა განაცხადა, რომ ქუჩაში დაინახა მამაკაცი ელექტროხერხით, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად არ დადასტურებულა.

საჰაერო სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქალაქში ორი სამაშველო ვერტმფრენი გაუშვეს.

სხვა დეტალები, ამ დროისთვის, ცნობილი არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები