LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავიდან მშვილდისრით ვაპირებდი წერილის ტყორცნას, შემდეგ მტრედებს გავატანე – დავით სიხარულიძე

555

„ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული,“- ასე შეაფასა დავით საყვარელიძემ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება.

დავით საყვარელიძე უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კომიკურს და ტრაგიკულს უწოდებს.

„კომიკური და ტრაგიკულში გადავიდა ეს ყველაფერი. ძალიან გული მწყდება, რომ სიმწრით ნაშენები ქვეყანა და ინსტიტუტები პრიმიტიული, გონებაშეზღუდული და ბოროტი ადამიანების ხელში აღმოჩნდა. ერთი უზუსტობა დაუშვა პროკურორმა, თავიდან მშვილდისრით ვაპირებდი წერილის ტყორცნას, შემდეგ მტრედებს გავატანე, მალე რომ მიეტანათ, ესეც უნდა დაემატებინათ და სრული სურათი დაიხატებოდა,“- აღნიშნა საყვარელიძემ.

დავით საყვარელიძე საქმეში სუს-ის ჩართულობაზე საუბრობს.

„უნამუსობა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ისინი აკეთებენ, ამას ჰქვია სისხლის სამართლის დანაშულის მასალების, მტკიცებულებების გაყალბება, ამაზეა ცალკე მუხლი, ადრე თუ გვიან ეს მუხლი უნდა გააქტიურდეს, რომ ეს სისტემები და ინსტიტუტები არ იყოს მართული პოლიტიკური ჯგუფების მიერ,“- განაცხადა დავით საყვარელიძემ.

საყვარელიძის განცხადებით, ის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე არ დაუკითხავთ.

„სატელევიზიო კომუნიკაცია აქვს საქართველოს პროკურატურას ჩემთან. ფალსიფიცირებული, ბრიყვული თხზულებების მეშვეობით, შევარდნაძისდროინდელი უშიშროება და პროკურატურა ამას არ იზამდა, არ იკადრებდა. სამარცხვინოა, პირში ვეტყვი, როცა ვნახავ ყველა იმ პროკურორს, რომლებიც მე კარგად მიცნობენ, ვინც დღეს გამოაცხადა, მისი ხელმძღვანელები, შოთაძე, გაბიტაშვილი, ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული,“ – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

წყარო “რუსთავი 2”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები